პროექტის თემა: „ დედაენის დღე.
1.პროექტის აქტუალურობა: სასწავლო პროექტი “დედაენის დღე “
საჭიროა მოსწავლეთათვის ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიისა და
იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გასაცნობად;
მოსწავლეებში წაკითხული ტექსტების გააზრების უნარის გასავითარებლად;
მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის გამონათქვამებს ქართული ენის
შესახებ. გაიგებენ რატომ აღინიშნება დედაენის დღე; ისწავლიან ლექსებს, სიმღერებს
სამშობლოზე, დედაენაზე; გაუღვივდებათ პატრიოტული გრძნობა;
ვინაიდან კლასში მყავს არაქართულენოვანი მოსწავლეებიც, მათთვის განსაკუთრებით
აქტუალურია აღნიშნული პროექტი, რადგან ხელს შეუწყობს მათ ქართული ენის
უკეთ შესწავლაში, ქართული ანბანის შექმნის ისტორიის უკეთ გაცნობაში. გამოიწვევს მათ
დაინტერესებას ქართული ლიტერატურითა და კულტურით;
- პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი ხელს შეუწყობს მშობლიური ენის
მნიშვნელობის შეგრძნების გაღვივებას, ასევე მისი დაცვის აუცილებლობას,
მოსწავლეთა შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებასა და
მათი ცოდნის გაღრმავებას.
მონაწილეთა ასაკი/კლასი: 6 წლის.I კლასი. - ვადები/ ხანგრძლივობა: 2-3 კვირა.
- მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან დედაენის დღის დაწესების ისტორიას
მარტივ, მათთვის გასაგებ ენაზე;
შეისწავლიან ქართველი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამებს ქართულ ენაზე,
გაეცნობიან და შეისწავლიან ქართველი პოეტების საუკეთესო პოეზიის ნიმუშებს
ამ თემაზე.
მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას ქართული ანბანის შექმნის შესახებ.
წაიკთხავენ და დაისწავლიან ლექსებს დედაენაზე, ქართულ ანბანზე. წაიკითხავენ
იაკობის მოთხრობებს. ისწავლიან ლექსებს სამშობლოზე. - აქტივობები: პრობლემის განსაზღვრა და ქართულ ენაზე მხატვრული
ნაწარმოებების (ლექსების) და ცნობილი ადამიანების გამონათქვამების და
დედაენის დღესთან დაკავშირებული ინფორმაციის შერჩევა და განაწილება; სხვა
დაწყებითი კლასებში გამოკითხვის ჩატარება და გამოკითხვის შედეგების
გაანალიზება (დასმული კითხვა: რომელი დამახინჯებული სიტყვები გსმენიათ
ქართულ ენაში?);
მოსწავლეები გაეცნობიან დედაენის დღის დაწესების ისტორიას მარტივ, მათთვის
გასაგებ ენაზე;
შეისწავლიან ქართველი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამებს ქართულ ენაზე,
გაეცნობიან და შეისწავლიან ქართველი პოეტების საუკეთესო პოეზიის ნიმუშებს
ამ თემაზე.
- მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან დედაენის დღის დაწესების
ისტორიას მარტივ, მათთვის გასაგებ ენაზე;
შეისწავლიან ქართველი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამებს ქართულ ენაზე,
გაეცნობიან და შეისწავლიან ქართველი პოეტების საუკეთესო პოეზიის ნიმუშებს
ამ თემაზე.


