მასწავლებელი: მაია ბეჟანიშვილი
- რამდენად მივაღწიე მიზანს,(გავედი თუ არა მიზანზე?)
- ვფიქრობ კარგი პროექტი გამომივიდა, ბავშვები ხალისით, სიხარულით და
მონდომებით მუშაობდნენ აქტიურობდნენ.
● მოსწავლეები გაეცნობიან სხვა და სხვა საზოგადო მოღვაწის ბრძნულ
გამონათქვამებს ქართული ენის შესახებ.
● მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას ქართული ანბანის წარმოშობის
შესახებ.
● გაიგებენ რატომ აღინიშნება დედაენის დღე.
● წაიკითხავენ და დაისწავლიან ლექსებს დედაენაზე. ქართულ ანბანზე.
წაიკითხავენ იაკობის მოთხრობებს. დაისწავლიან ლექსებს სამშობლოზე.
- რა იყო კარგი პროექტზე მუშაობისას? რა ძლიერი მხარე შეიძლება
გამოვკვეთო?
- ბავშვები ამ პროექტით ისწავლიან:
●ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიის გაცნობას.
●იაკობ გოგებაშვილის ლექსების და მოთხრობების კითხვა და ანალიზს.
●იდეების გაზიარებას.
●თანამშრომლობითი უნარის განვითარებას.
●მხატვრულ კითხვას.
●კომუნიკაციის უნარის განვითარებას.
- შევცვალე თუ არა პროექტის გეგმა და რატომ?
- გეგმა როგორც იყო გაწერილი, იმ მიმდევრობით მუშაობდნენ ბავშვები.
- რა არ გამომივიდა ისე როგორც ოყო დაგეგმილი პროექტი, ან რა იყო
პრობლემური.
- პრობლემური იყო არაქართულენოვან მოსწავლეებთან მუშაობა, მათთვის
განსაკუთრებით აქტუალურია მსგავსი პროექტები, რადგან ხელს შეუწყობს
ქართული ენის უკეთ შესწავლაში. ქართული ანბანის ისტორიის უკეთ
გაცნობაში. ვცდილობდი მათთვის მიმეცა მარტივი ლექსები და მოთხრობები,
ადვილად გასაგები დავალებებით, რადგან ენის ბარიერთან დაკავშირებით,
ყველა აქტივობაში კარგად ვერ მონაწილეობდნენ.
- როგორ გავაუმჯობესებ სუსტ მხარეს?
- მუშაობის დროს ყველა მოსწავლე ერთნაირად არ იყო
ჩართული,განსაკუთრებით აზერბაიჯანელი მოსწავლები.
გეგმაში როგორც იყო აღნიშნული ეს არ გავითვალისწინე.
შემდგომში ყველა დეტალს გავითვალისწინებ,რათა ყველა მოსწავლეს მივცე
საშუალება წარმოაჩინოს საკუთარი უნარები და შესაძლებლობები.


