სკოლის შესახებ

სკოლის შესახებ

სკოლას 2021-2022  წელებში ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, სკოლაში 2025 წლის იანვრის მდგომარეობით სწავლობს 67 მოსწავლე, სკოლაში ისწავლება სამივე საფეხური, ბოსლების საჯარო სკოლაში ამ მონაცემებით არის 18 მასწავლებელი 

ჩვენი ისტორია

სოფელი ბოსლების საჯარო სკოლა

1978

სკოლა დაარსდა

სრული რეაბილიტაცია

2010

2022

სრული რეაბილიტაცია

სკოლაში სწავლობს 58 მოსწავლე, ხოლო ასწავლის 16 მასწავლებელი

დღეს

2024

სკოლის მისია

მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოში, ფორმალური და არაფორმალური განათლების ორგანული შერწყმით, ქართული ენისა და ლიტერატურის გაძლიერებული სწავლებით, აღვზარდოთ ტოლერანტი, კონკურენტიანი, გლობალური, სათემო და სახელმწიფოებრივი ღირებულებების დამცველი, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები.

ღირებულებები

1. თანამშრომლობა;
2. გუნდურობა;
3. გამჭირვალობა;
4. დემოკრატია;
5. ობიექტურობა;
6. განვითარება
7. ინოვაციურობა.

ხედვა

სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების სკოლა უახლოესი ათწლეულის განმავლობაში შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და
გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომების ერთობლიობით.
კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს დაიმკვიდრებენ ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ კავკასიის რეგიონსა და მსოფლიო შრომით ბაზარზე.

სკოლის ძირითადი პრიორიტეტები:

  • სკოლის ინსტიტუციური განვითარება;
  • მართვისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია;
  • სკოლის ყველა წარმომადგენლის წარმატება;
  • პროფესიული ზრდა;
    მუდმივი განვითარება და კარიერული ზრდა;
  • შესაძლებლობების თვითრეალიზება;
  • უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემო;
  • სასწავლო გარემო;
  • სამუშაო გარემო;
  • სკოლაში არსებული რესურსების ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენება;
  • შიდა სასკოლო პარტნიორობა;
  • გარე პარტნიორული ურთიერთობები.